2018 წლის 26 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა
დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. სხდომაზე მოისმინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიშის შესახებ ინფორმაცია, ასევე განიხილეს აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზემცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო დახმარების მდგომარეობა დაეტაპობრივად მისი შესაძლო გაუმჯობესების...
აფხაზეთიდან გადმოსვენებული გმირები დიღმის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს
სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული 18 მებრძოლისა და 4 მშვიდობიანი მოქალაქის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. აფხაზეთში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ, აფხაზეთის...
მძლეოსნობაში აფხაზეთის ღია პირველობა გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით დ.იოსელიანის სახელობის მძლეოსნობის სასახლეში მძლეოსნობაში აფხაზეთის ღია პირველობა გაიმართა. გოგონებსა და ვაჟებში ასპარეზობა ჩატარდა ჭოკით ხტომაში, ბირთვის კვრაში, სირბილსა და სიგრძეზე ხტომაში. მძლეოსნობის სხვადასხვა სახეობაში აფხაზეთის წარმომადგენლებმა შემდეგი საპრიზო ადგილები დაიკავეს: ჭოკით ხტომა...
ილია ვეკუას 111 წლის იუბილე აღინიშნა
23 აპრილი გამოჩენილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწისა და აკადემიკოსის ილია ვეკუას დაბადების დღეა. დღეს დიდ ქართველ მათემატიკოსს, რომელიც აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ შეშელეთში დაიბადა, 111 წელი შეუსრულდებოდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ,  აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მთაწმინდის პანთეონში ილია ვეკუას საფლავი ყვავილებით შეამკეს და...
აფხაზეთის საგუნდო კაპელამ თბილისის საგუნდო მუსიკის VIII საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა
დღეს ივენთ ჰოლში "ქარვასლა" ზვიად ბოლქვაძის საგუნდო ინტერპრეტაციებით გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის საგუნდო კაპელასთან ერთად უკვდავი ქართული სიმღერები შესრულდა. კონცერტი საგუნდო მუსიკის VIII საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართა და აფხაზეთის საგუნდო კაპელასთან ერთად ცნობილი ქართველი მომღერლები ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ნუკრი კაპანაძე, გიორგი სუხიტაშვილი, ეკა მამალაძე, ნეკა სებისკვერაძე, ოთო ნემსაძე, ნოდიკო ტატიშვილი...
prev
next
« ნოემბერი 2018 »
ორშ სამშ ოთხ ხუთშ პარ შაბ კვ.
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

მძლეოსნობაში აფხაზეთის ღია პირველობა გაიმართა

11:19 16-04-2018
მძლეოსნობაში აფხაზეთის ღია პირველობა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით დ.იოსელიანის სახელობის მძლეოსნობის სასახლეში მძლეოსნობაში აფხაზეთის ღია პირველობა გაიმართა. გოგონებსა და ვაჟებში ასპარეზობა ჩატარდა ჭოკით ხტომაში, ბირთვის კვრაში, სირბილსა და სიგრძეზე ხტომაში.

მძლეოსნობის სხვადასხვა სახეობაში აფხაზეთის წარმომადგენლებმა შემდეგი საპრიზო ადგილები დაიკავეს: ჭოკით ხტომა (გოგოები) - I ადგილი - სალომე ინჯგია; ჭოკით ხტომა (ბიჭები) - II ადგილი - საბა სოსელია; ბირთვის კვრა (გოგოები) - II ადგილი - სალომე ინჯგია; ბირთვის კვრა (ბიჭები) - III ადგილი - მიხეილ ცანავა; სირბილი 100 მ. (გოგოები) - I ადგილი - მედი შონია; სირბილი 100 მ. (გოგოები) - II ადგილი - სალომე ხაჟომია; სიგრძეზე ხტომა (გოგოები) - I ადგილი - მედი შონია; სიგრძეზე ხტომა (ბიჭები) - I ადგილი - საბა კურდღელია; სიგრძეზე ხტომა (ბიჭები) - II ადგილი - ირაკლი გელანტია.

შეჯიბრების გამარჯვებულები და პრიზიორები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ასპარეზობაზე 800 მეტრზე სირბილსა და ბირთვის კვრაში გამარჯვებულ სპორტსმენებს ბორის კიუტისა და თამაზ ჭედიას სახელობითი თასები გადაეცათ.