2018 წლის 26 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა
დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. სხდომაზე მოისმინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიშის შესახებ ინფორმაცია, ასევე განიხილეს აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზემცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო დახმარების მდგომარეობა დაეტაპობრივად მისი შესაძლო გაუმჯობესების...
აფხაზეთიდან გადმოსვენებული გმირები დიღმის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს
სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული 18 მებრძოლისა და 4 მშვიდობიანი მოქალაქის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. აფხაზეთში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ, აფხაზეთის...
მძლეოსნობაში აფხაზეთის ღია პირველობა გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით დ.იოსელიანის სახელობის მძლეოსნობის სასახლეში მძლეოსნობაში აფხაზეთის ღია პირველობა გაიმართა. გოგონებსა და ვაჟებში ასპარეზობა ჩატარდა ჭოკით ხტომაში, ბირთვის კვრაში, სირბილსა და სიგრძეზე ხტომაში. მძლეოსნობის სხვადასხვა სახეობაში აფხაზეთის წარმომადგენლებმა შემდეგი საპრიზო ადგილები დაიკავეს: ჭოკით ხტომა...
ილია ვეკუას 111 წლის იუბილე აღინიშნა
23 აპრილი გამოჩენილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწისა და აკადემიკოსის ილია ვეკუას დაბადების დღეა. დღეს დიდ ქართველ მათემატიკოსს, რომელიც აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ შეშელეთში დაიბადა, 111 წელი შეუსრულდებოდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ,  აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მთაწმინდის პანთეონში ილია ვეკუას საფლავი ყვავილებით შეამკეს და...
აფხაზეთის საგუნდო კაპელამ თბილისის საგუნდო მუსიკის VIII საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა
დღეს ივენთ ჰოლში "ქარვასლა" ზვიად ბოლქვაძის საგუნდო ინტერპრეტაციებით გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის საგუნდო კაპელასთან ერთად უკვდავი ქართული სიმღერები შესრულდა. კონცერტი საგუნდო მუსიკის VIII საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართა და აფხაზეთის საგუნდო კაპელასთან ერთად ცნობილი ქართველი მომღერლები ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ნუკრი კაპანაძე, გიორგი სუხიტაშვილი, ეკა მამალაძე, ნეკა სებისკვერაძე, ოთო ნემსაძე, ნოდიკო ტატიშვილი...
prev
next
« ნოემბერი 2018 »
ორშ სამშ ოთხ ხუთშ პარ შაბ კვ.
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ვახტანგ ყოლბაია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარს ესწრება

11:09 25-04-2018
ვახტანგ ყოლბაია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარს ესწრება

ვახტანგ ყოლბაია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის სემინარს ესწრება

23-25 აპრილს საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით ბათუმში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის რიგით 97-ე სემინარი იმართება. 
როუზ-როსის 97-ე სემინარში საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, ასოცირებული, პარტნიორი და დამკვირვებელი ქვეყნების, ასევე, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

სემინარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა ესწრებიან. 
სამი დღის განმავლობაში სემინარის მონაწილეები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და რეფორმის დღის წესრიგზე, ნატო-საქართველოს 10-წლიან თანამშრომლობაზე, მიღწევებსა და პერსპექტივებზე, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებაზე, ეროვნულ და ევროკავშირის პერსპექტივებზე, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის შესახებ საქართველოს ხედვისა და რეგიონალური საკითხების შესახებ იმსჯელებენ.