აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი
 

 

 

 

*    

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

  • ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  • (+995 32) 2 14  01 59

ვებ-გვერდიwww.amof.gov.ge


საქართველო, თბილისი 0186, თამარაშვილის . №15

 

მურმან ფარფალია

 მინისტრი


დაბადების თარიღი , ადგილი :

1952 წლის 20 მარტი, აფხაზეთი, საქართველო;

განათლება:

რუსეთის ფედერაციის . კიროვის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება:

1974 .  - .კიროვის ოლქის რაიონის საბჭოთა მეურნეობის მთავარი ეკონომისტი;

1975 -1976 - საბჭოთა კავშირის არმიის სამხედრო სამსახური;

1976 -1977 - გალის რაიონის სოფ. ნაბაკევის კიროვის სახელობის კოლმეურნეობის მთავარი ეკონომისტი;

1977-1978 - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკონტროლო სარევიზიო სამმართველოს  უფროსი, კონტროლიორ - რევიზორი გალის რაიონში;

1979-1987 - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკონტროლო სარევიზიო სამმართველოს უფროსი კონტროლიორ-რევიზორი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

1987-1988 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შემოსავლების განყოფილების გამგე;

1989-1993 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის უფროსი;

1995-1997 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის (დევნილობაში) სახელმწიფო მრჩეველი;

1998-2004 -აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის (დევნილობაში) საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების უფროსი;

2004-2006 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საფინანსო-ეკონომიკური და რეგიონალური მართვის  დეპარტამენტის  უფროსის მოადგილე;

2006-2009 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი;

2009-2012 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს მინისტრის პირველი მოადგილე;

2013-2014 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე;

2014 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი;

დაჯილდოებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.