2018 წლის 26 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა
დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. სხდომაზე მოისმინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიშის შესახებ ინფორმაცია, ასევე განიხილეს აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზემცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო დახმარების მდგომარეობა დაეტაპობრივად მისი შესაძლო გაუმჯობესების...
აფხაზეთიდან გადმოსვენებული გმირები დიღმის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს
სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული 18 მებრძოლისა და 4 მშვიდობიანი მოქალაქის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. აფხაზეთში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ, აფხაზეთის...
მძლეოსნობაში აფხაზეთის ღია პირველობა გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით დ.იოსელიანის სახელობის მძლეოსნობის სასახლეში მძლეოსნობაში აფხაზეთის ღია პირველობა გაიმართა. გოგონებსა და ვაჟებში ასპარეზობა ჩატარდა ჭოკით ხტომაში, ბირთვის კვრაში, სირბილსა და სიგრძეზე ხტომაში. მძლეოსნობის სხვადასხვა სახეობაში აფხაზეთის წარმომადგენლებმა შემდეგი საპრიზო ადგილები დაიკავეს: ჭოკით ხტომა...
ილია ვეკუას 111 წლის იუბილე აღინიშნა
23 აპრილი გამოჩენილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწისა და აკადემიკოსის ილია ვეკუას დაბადების დღეა. დღეს დიდ ქართველ მათემატიკოსს, რომელიც აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ შეშელეთში დაიბადა, 111 წელი შეუსრულდებოდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ,  აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მთაწმინდის პანთეონში ილია ვეკუას საფლავი ყვავილებით შეამკეს და...
აფხაზეთის საგუნდო კაპელამ თბილისის საგუნდო მუსიკის VIII საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა
დღეს ივენთ ჰოლში "ქარვასლა" ზვიად ბოლქვაძის საგუნდო ინტერპრეტაციებით გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის საგუნდო კაპელასთან ერთად უკვდავი ქართული სიმღერები შესრულდა. კონცერტი საგუნდო მუსიკის VIII საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართა და აფხაზეთის საგუნდო კაპელასთან ერთად ცნობილი ქართველი მომღერლები ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ნუკრი კაპანაძე, გიორგი სუხიტაშვილი, ეკა მამალაძე, ნეკა სებისკვერაძე, ოთო ნემსაძე, ნოდიკო ტატიშვილი...
prev
next
« ნოემბერი 2018 »
ორშ სამშ ოთხ ხუთშ პარ შაბ კვ.
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    
აფხაზეთის განათლებისა დაკულტურის სამინისტროს საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აფხაზეთის საჯარო სკოლების აღსაზრდელთათვის საგანმანათლებლო - შემეცნებითი პროექტი: ,,გვიყვარდეს წიგნი“ -გაიმართა , რომელიც წიგნების ხმამაღლა კითხვის მსოფლიო დღეს მიეძღვნა ღონისძიებაში აფხაზეთიდან დევნილმა მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მიიღეს მონაწილეობა და წაიკითხეს ნაწყვეტები თავიანთი საყვარელი წიგნებიდან. პროექტი ითვალისწინებდა აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლე - ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური ღირებულებების განვითარებას. მომავალი თაობის წიგნისადმი სიყვარულის გაღრმავებას და მათი აქტუალობის…
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მარტინა ქუიკს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობაზე. ისაუბრეს ეთნიკური ქართველების ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე, მათ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე და აფხაზეთში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე. შეხვედრაზე ასევე განიხილეს განათლებისა და კულტურის სფეროებში შესაძლო განსახორციელებელი ერთობლივი პროექტები, რომლებიც ხელს…
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ საქართველოს საპატრიარქოს რეკომენდაციით, სსიპ აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელად ირინა ქეცბა დანიშნა და კოლექტივს წარუდგინა. ირინა ქეცბა წლების განმავლობაში ამავე ცენტრის თანამშრომელი გახლდათ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საერთაშორისო ორგანიზაცია „World Vision"-ის სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორ ჰანს ბედერსკის შეხვდა. შეხვედრაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მთავრობის თავმჯდომარეს მიაწოდეს ინფორმაცია მათი საქმიანობისა და განხორციელებული პროექტების შესახებ. საუბარი შეეხო ოკუპირებულ აფხაზეთში განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში არსებულ ვითარებას, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შშმ მოზარდების პრობლემებზე და ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ფსიქოლოგებისა და თერაპევტების გადამზადების აუცილებლობაზე. ვახტანგ ყოლბაიამ…
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიასა და UNDP-ის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ნილს სკოტს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს არსებული მდგომარეობა, აგრეთვე ისაუბრეს ერთობლივ სამომავლო პროექტებზე და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.